მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:25

24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...ქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰკითხოთ უკუე მწვალებელსა, ვითარმედ: რასა იტყჳ? ლოცვისა მისგან მოიღოა ძალი და აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმ...

სრულად ნახვა