მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:24

23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 23-28):

23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო 24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! 26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას? 28. და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

ბოროტი სულები „არაწმინდად“ იწოდებიან იმიტომ, რომ უყვართ ყოველგვარი არაწმიდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარ დაღუპვად თვლის. უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამასთან, არიან რა ავხორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით...

სრულად ნახვა
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (2,10-11).:

...თნიმე ურწმუნო არიან მისსა, არამედ მაშინ ზოგად ყოველთა ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, და მათცა, რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, იხილონ, რომელსა უგუმირეს. ხოლო ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, და ქუეყნისად — კაცთა, და ქუესკნელისად —ეშმაკთა, რომელთა ენაჲ აქავე აღუვარებდა: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (); ხოლო მერმესა მას — უსრულესად, რაჟამს დაისხნენ ქუეშე ფერჴთა მისთა, და რაჟამს მათ მიერ აქა ცთუნებულთა ურწმუნოებად ქრისტესა, მერმესა მას მოსლვასა მისსა უნებლიეთ აღიარონ, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე, რამეთუ ძეობითა მისითა განითქუმის სახელი ღმრთისა მამისაჲ, და ჭეშმარიტად უფალ ყოველთა დაბადებულთა არს ხატითა მონისაჲთა მოსრული იგი მჴსნელად დაბადებულთა. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, ქუეყნისად — კაცთა წმიდათა და მართალთა, ხოლო ქუესკნელისად — ცოდვილთა, ვითარცა აწვე დაშჯილთა მკჳდრობად ქუესკნელს უნანელობისათჳს ცოდვათა მათთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ (2,12).

თარგმანი: ესრეთ უსარწმუნოეს იქმნების სიტყუაჲ სწავლისაჲ, რ...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:

...კაცისაჲ, ჴორცთა მათთჳს, და მის მიერ, რომელნი აქუნდეს, იგინიცა წარწყმიდნა, რამეთუ სასწაულთა რაჲ ხედვიდის, ძრწოდის მისგან, და კუალად უძლურებისათჳს და მოშიშებისა ჴორცთა მისთაჲსა შეჰკადრის მას ჴელთ-გდებად, ვითარცა ლიტონსა კაცსა, ვინაჲცა პირველ ვნებისა გამოცდით და იჭჳთ ჰრქჳს, ვითარმედ: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (), და "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, ქმენ და თქჳ ესე და ესე რაიმე", და ჟამსა ვნებისასა ეტყოდა პირითა ჰურიათაჲთა: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით" (), რამეთუ არა ენება, რაჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (...

სრულად ნახვა