მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:2

1. დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ.2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.3. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა (2,10-11).:

...თნიმე ურწმუნო არიან მისსა, არამედ მაშინ ზოგად ყოველთა ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, და მათცა, რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, იხილონ, რომელსა უგუმირეს. ხოლო ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, და ქუეყნისად — კაცთა, და ქუესკნელისად —ეშმაკთა, რომელთა ენაჲ აქავე აღუვარებდა: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (); ხოლო მერმესა მას — უსრულესად, რაჟამს დაისხნენ ქუეშე ფერჴთა მისთა, და რაჟამს მათ მიერ აქა ცთუნებულთა ურწმუნოებად ქრისტესა, მერმესა მას მოსლვასა მისსა უნებლიეთ აღიარონ, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე, რამეთუ ძეობითა მისითა განითქუმის სახელი ღმრთისა მამისაჲ, და ჭეშმარიტად უფალ ყოველთა დაბადებულთა არს ხატითა მონისაჲთა მოსრული იგი მჴსნელად დაბადებულთა. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, ქუეყნისად — კაცთა წმიდათა და მართალთა, ხოლო ქუესკნელისად — ცოდვილთა, ვითარცა აწვე დაშჯილთა მკჳდრობად ქუესკნელს უნანელობისათჳს ცოდვათა მათთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ (2,12).

თარგმანი: ესრეთ უსარწმუნოეს იქმნების სიტყუაჲ სწავლისაჲ, რ...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:

...კაცისაჲ, ჴორცთა მათთჳს, და მის მიერ, რომელნი აქუნდეს, იგინიცა წარწყმიდნა, რამეთუ სასწაულთა რაჲ ხედვიდის, ძრწოდის მისგან, და კუალად უძლურებისათჳს და მოშიშებისა ჴორცთა მისთაჲსა შეჰკადრის მას ჴელთ-გდებად, ვითარცა ლიტონსა კაცსა, ვინაჲცა პირველ ვნებისა გამოცდით და იჭჳთ ჰრქჳს, ვითარმედ: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (), და "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, ქმენ და თქჳ ესე და ესე რაიმე", და ჟამსა ვნებისასა ეტყოდა პირითა ჰურიათაჲთა: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით" (), რამეთუ არა ენება, რაჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).:

...ქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰკითხოთ უკუე მწვალებელსა, ვითარმედ: რასა იტყჳ? ლოცვისა მისგან მოიღოა ძალი და აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმ...

სრულად ნახვა