მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 1:19

18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 1
19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 16-20):

16. ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.

პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად, ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დააკვირდი, რომ ისინი თავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობით. ასეთი ხალხი ღირსი იყო, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. მყისვე დააგდეს რა ყველაფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...(2 კორ. 12,2) და სხუათაცა უკუე მახარებელთა არამცირედ წარმოთქუეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა...

სრულად ნახვა