...ა მის ვნებათაჲსა, არა განვიდენ მარტოდმყოფებისა ასპარეზსა, რაჲთა არა ძლეულ იქმნენ მტერისაგან, არამედ უჴმს მათ კრებულსა შორის მოღუაწეთასა ყოფაჲ, ვიდრემდის მიიწინენ საზომსა მას ვნებათა ძლევისასა.
ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ უდაბნოსა უვალსა განვიდა მაშინ უფალი, ისმინე, ვითარ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იყო მჴეცთა თანა“. და იქცეოდა რაჲ იგი უდაბნოსა მას, იხილე, ვითარითა უკეთურებითა და მზაკუვარებითა მოუჴდა მას ეშმაკი და ვითარი ჟამი ძიება-ყო, რამეთუ იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია“ (4,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველსავე ცხორებისა ჩუენისათჳს იქმოდა, ამისთჳს იმარხულა, რაჲთა შენ ისწაო, ვითარ კეთილ არს მარხვაჲ და ვითარ საჭურველი არს დიდი ბრძოლად ეშმაკისა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ შემდგომად ნათლის-ღებისა არა შუებასა და მთრვალობასა, დაგებასა ტაბლათა ბრწყინვალეთასა ჯერ-არს შექცევაჲ, არამედ მარხვისა წეს არს შეტკბობაჲ. ამისთჳსცა არა თუ მისდა საჴმარ იყო მარხვაჲ, არამედ სწავლად ჩუენდა აღასრულა იგი; რამეთუ ვინაჲთგან ცოდვანი იგი პირველ ნათლის-ღებისა მოწევნულნი ჩუენ ზედა მონებამან მუცლისამან მოაწინა, ამისთჳს თავადმან შემდგომად ნათლის-ღებისა მარხვაჲ დააწესა; ვითარცა მკურნალმან პოის რაჲ უძლუ...