...აჲ, და უდარჱსი საქმჱ აჴსენა, რაჲთამცა იგიცა შეიწყნარეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე ს...