...ემელი აღდგომილ არს მკუდრე-თით“. რამეთუ ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „იტყოდეს ერნი: იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით. და სხუანი იტყოდეს: ელია გამოჩნდა, ანუ წინაჲსწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესე მესმის, არა ვიცი“. ესე სიტყუანი თქუნა ერისა მიმართ და მთავართა მიმართ მისთა, რეცა სიქადულით და ზუაობით, მოკლვისათჳს იოვანესა. ხოლო განმრავლდებოდა რაჲ დიდებულებათა იესუჲსთა ჰამბავი, მერმე მხილებული გონებისაგან შევიდა შიშსა, ვითარმედ ჭეშმარიტ სადმე არს სიტყუაჲ იგი ერისაჲ, რომელ იტყჳან, თუ: იოვანე აღდგომილ არს. და მაშინ საკუთართა თჳსთა ჰრქუა საიდუმლოდ, ვითარმედ: „ესე არს იოვანე ნათლისმცემელი. იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ლუკაჲს მიერ თქუმულნი იგი სიტყუანი ერისა მიმართ თქუა, და რომელთა-ესე მათე გჳთხრობს, - თჳსაგან, საკუთართა თჳსთა. ამას რაჲ სიტყუასა მოვიდა მახარებელი და მოკლვაჲ იოვანესი აჴსენა, გუაუწყებს სახესაცა სიკუდილისა მისისასა და უკეთურებასა ჰეროდესსა და იტყჳს:
სახარებაჲ ლუკაჲსი 9:7
6. და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.8. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 9