...პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“. ყოვლით კერძოვე უკუე სხუასა პირსა ზედა თქუმულ არს ესე, თუ: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი“, და სხუაჲ არს სიტყუაჲ იგი: „რაჲთა მკუდართა ზედა და ცხოელთა უფლებდეს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“ (22,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკე-თურებითა შეპყრობილ იყვნეს, მიიღეს სარგებელი, რამეთუ „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“.
სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს
ვინაჲთგან უკუე გუასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაჲ, „ვითარცა ანგელოზნი იყვნენო ცათა შინა“, მოედით აწ, მორწმუნენო, ვიღუაწოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა მივემთხჳნეთ პატივსა მას ანგელოზთა თანა დგომისასა და არა დავისაჯნეთ ბნელსა მას...