...); არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მორჩილებასა მთავართასა, რამეთუ პირველნი იგი იყვნეს მასწავლელ განდგომილებისა, ვითარ-იგი იყო იუდა და თევდა, ხოლო ქრისტემან ყოველივე კეთილი ასწავა. ჰხედავა, რამეთუ მზაკუვარებით იყო სიტყუაჲ მათი? რამეთუ მან არარაჲ ყო ესევითარი. არა უდაბნოთა იქცეოდაა მარადის? არამედ მათ არა ენება თჳსისა ვნებისა გამოჩინებაჲ, ა...
სახარებაჲ ლუკაჲსი 9:58
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თა, არამედ ფერჴითა შრომით, რამეთუ მარადის ესევითარისა ცხორებისა მეძიებელ იყო, რაჲ-თამცა ჩუენ გუასწავა მოღუაწებაჲ და არა ძიებაჲ შუებისაჲ. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ;
ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა და იტყოდა, ვითარმედ: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან“. რამე-თუ იხილე, ვითარ აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი ამას ადგილსა, რაჟამს „დამაშურალი გზისა სლვისაგან იესუ ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).
ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამ...
...ობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ; და ჯერიყო ჩუენდაცა ესრეთ ყოფად, არამედ რაჲთა ესე დაუტევო თქუენისა უძლურებისათჳს და ვითხოვო თქუენგან სუბუქი საქმჱ, რაჲთა არა ესრეთ ფრიად მოყუარე იყვნეთ საფასეთა, და ვითარცა მე უძლურებისა თქუენისათჳს სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქუენგან, ეგრეთვე თქუენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა და ნუ მონა მონაგებ-თა თქუენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იქმნენით; რამეთუ საჴმარ ამისთჳს ეწოდების საფასეთა, რაჲთა ვიჴმარებდეთ, რამეთუ დამარხვაჲ მონისაჲ არს, ხოლო ჴმარებაჲ - უფლისაჲ.
არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს საფასენი, რაჲთა დავჰფლათ ქუეყანასა შინა, არამედ რაჲთა განუყოთ, რომელთა-იგი უჴმდეს. და უკუეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსაჲ, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქუეყანისათა; ხოლო მოგუცა იგი, რაჲთა ურთიერთას მივსცემდეთ. უკუეთუ კულა ვჰმარხვიდეთ მას, არ-ღარა უფალ მისა ვართ, არამედ მონა. და უკუეთუ ამისთჳს ჰმარხავ,...
...დნა და უჩუენამცა, ვითარმედ შეუწყნარებიან იგინი. და ამისთჳს არცა ჰრქუა, თუ: მოვედით ხვალე და ისმინოთ, არამედ ვითარცა თჳსთა მეგობართა და მეცნიერთა ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“, ; და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით და იხილეთ“, სადა ვიყოფვი? არამედ მუნ ამას მოასწავებდა, ვითარმედ არა აქუს თჳსი სახლი და ტაძარნი, და არა თუ მას მოასწავებს, თუ სახლსა შინა არა დადგებოდა. და დაადგრეს უკუე მოწაფენი იგი მას ღამესა მის თანა და ისწავნეს მისგან ერთსა ღამესა სწავლანი ესრეთ, ვიდრეღა გან-რაჲ-თენა, ორნივე სხუათა მასწავლელ იქმნნეს.
სწავლაჲ იჱ ვითარმედ ყოველივე ჟამი მარჯუე არს საღმრთოთა სიტყუათა სმენად, და რაჲთა ვივლტოდით მავნებელთა ზრახვათაგან
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველივე საქმჱ გარეწარად გუაქუნდეს სმენასა თანა საღმრთოთა საქმეთა და სიტყუათასა, და ნუცამცა ერთი ჟამი გუაქუს უჟამოდ საქმისა ამისთჳს, არამედ გინა თუ უცხოსა სახლსა ჯერ-იყოს მისლვაჲ, ანუ თუ უცნაურთა კაცთა თანა ზრახვაჲ, ნურარასმცა ზედა უდებ ვიქმნებით. რამეთუ თითოეულთა საქმეთა ამის სოფლისათა აქუნდინ თჳსი ჟამი, ხოლო სწავლისა საღმრთოჲსა ყოველივე ჟამი ჟამცა...
...და მოწაფენიცა თჳსნი გალილეაჲთ გამოირჩინა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვი-თარმედ უკუეთუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაჲ გუაქუნდეს, არარაჲ კაცობრივი გუეჴმაროს ჩუენცა.
ამისთჳს უფალმან ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავს-იდვა და არცა სახლი აქუნდა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“; და ჰეროდესგან ივლტოდა; და იშვა რაჲ, ბაგასა მიიწვინა; და დედაჲ არა მდიდართაგან გამოირჩია, რაჲთა ამით ყოვლითა ზუაობისა ვნებაჲ განაქარვოს კაცთაგან და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არარაჲ ამათგანი ბოროტ არს, არცა ესევითარისა რაჲსმე კაცობრივისა პატივისა ჯერ-არს ძიებაჲ, არამედ მცნებათა ხოლო ღმრთისათაჲ, ვითარმცა გუეტყოდა: რაჲსთჳს სიმდიდრისათჳს მშობელთაჲსა და სიმრავლისათჳს მამულთაჲსა ჰზუაობთ, კაცნო? ყოვლისაგანვე სოფლისა უცხო-ყოფასა გიბრძანებ, რაჲთა ესევითარი იქმნეთ, რომელ არა ღირს იყოს თქუენდა ყოველივე სოფელი. ესეოდენ შეურაცხ არიან საქმენი ესე, ვიდრეღა არცა თუ წარმართთა მათ ფილოსოფოსთა აქუნდა იგი ღირსად პატივისა, არამედ გარეგან ჩუენისა ბუნებისა უწესდეს და არად საჴმარ სახელ-სდებდეს.
და ვითარ პავლე მოციქულსა არა შეურაცხად აქუსო წესი ესე, რამე-თუ იტყჳს: „რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათჳს“. ...