...ინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“; რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“, რამეთუ უფალი ამის მადლისათჳს იტყოდა. ამისთჳს მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ“, ესე იგი არს, მოცემულ არღა იყო ესევითარი იგი მაღალი მადლი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო“ (7,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდებულად“ ჯუარ-ცუმასა უწესს; „არღა დიდებულ იყო იესუ“, ესე იგი არს, არღა ჯუარცუმულ იყო, რამეთუ დიდებაჲ ქრისტესი ჯუარი არს. რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ვიყვენით და შეცოდებულნი და დაკლებულნი მადლისა მისგან ღმრთისა დ...