...16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალსა უმეცარ იყვნეს, რამეთუ იგი არა გამოუცხადებდა? და ოდეს-იგი თქუა, თუ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო იგი“, ვერ გულისხმა-ყვეს. და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „იყო მათგან დაფარული სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“. ; (26,22) არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა და ჯუარს-ეცუმოდა, და-მცა-ბრკოლებულ იყვნეს, რამეთუ იგინი პირველითგან მისსა მეფობასა მოელოდეს აქავე, და სიტყუასა მას მეფობისასა ვერ ძალ-ედვა გულისხ...