...(მარკ. 9,6) და ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.
ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხჳა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაჲ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაჲ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ; ვითარმცა უკუე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?
ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალმან, არცა მოსე ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდამო ჴმა-სცა ღრუბლით გამო. რაჲსათჳს ღრუბლით გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაჲ მისი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ღრუბელი და ნისლი გარემო მისა“, და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“,...