...უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ, არამედ ჯერარს შედგომაჲ ქრისტესი. ესე იგი არს, რაჲთა სხუანიცა მცნებანი მისნი აღვასრულნეთ და მზა ვიყვნეთ სახელისა მისისათჳს დათხევად სისხლისა და მარადღე სიკუდილად, ვითარცა თავადი ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგ მე“; რამეთუ ფრიად უმაღლეს არს ესე მცნებაჲ დატევებასა საფასეთასა. ესე იგი არს შედგომაჲ უფლისაჲ აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა და დათხევაჲ სისხლისაჲ სახელისა მისისათჳს და დათმენაჲ სიკუდილისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად“ (19,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნანდჳლვე არა სწორად შეჰკრვენ მცირედნი საფასენი და მრავალნი გონებასა, არამედ იპოოს რაჲ კაცი ანგაჰრებისაგან ძლეულ, რაოდენცა საფასენი განმრავლდებოდინ, უმტკიცესითა საკრველითა შეიკრვის გული მისი, და უმეტესად აღეტყინების ტრფიალებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა, ვითარი ძალი აჩუენა ვნებამან მან, რამეთუ რომელი-იგი სიხარულით მოუჴდა უფალსა და ეძიებდა ცხორებასა საუკუნესა, უბრძანა რაჲ უფალმან დატევებაჲ საფასეთაჲ, ესოდენ შეაჭირვა და დაამძიმა, ვიდრეღა სიტყჳს-მიგებადცა ვერ უძლო, არამედ დუმილით წარვიდა მწუხარე და ფრიად მჭ...