...ცარი იყო გონებითა და იჭუეულ იყო, თუმცა უძლო ქრისტემან აღდგინებად ასულისა მისისა, უფროჲსად, ვინაჲთგან მოვიდეს სახლისა მისისაგან და ჰრქუეს მას, ვითარმედ: „ასული შენი მოკუდა“. ამისთჳს ქრისტე დედაკაცისაცა ამის მიერ გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ყოველივე ძალ-უც, და მას ეტყოდა: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხონდეს იგი“.
ამათ ყოველთა მიზეზთათჳს შორის შემოიყვანა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: „ნუ გეშინინ, ასულო!“ ვითარცა-იგი პირველ განრღუეულსა მას ჰრქუა: „ნუ გეშინინ, შვილო!“ რამეთუ შიშისაგან შეძრწუნებული იყო დედაკაცი, ამისთჳს ჰრქუა: „ნუ გეშინინ!“ და ასულად უწოდა მას, რამე-თუ სარწმუნოებამან მისმან ღირს-ყო იგი შვილებასა მას საღმრთოსა; და მეყსეულად ქებაჲ სათნოებისა მისისაჲ წარმოთქუა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაო“. ხოლო ლუკა ამისსა უმეტესსაცა გჳთხრობს დედაკაცისა მისთჳს, ვითარმედ: შეახო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა და განიკურნა, არა მეყსეულად მოუწოდა მას ქრისტემან, არამედ პირველად თქუა: „ვინ შემახო მე? ჰრქუა პეტრე: მოძღუარ, ერი გარემოგადგან შენ და შეგაიწრებენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი იგი, განსრული ჩემგან“. ხოლო ამას იტყოდა გონებათა მა...