...ვსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“, რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“; და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“ რაჲთა განცხადებულ იქმნას სარწმუნოებაჲ მისი; და სამარიტელსა მას ამხილა ცოდვაჲ მისი, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარ მხილებულიცა არავე განჰკრთა, არამედ უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდა. ეგრეთვე აქა ესრეთ განაწესა, რამეთუ არა ენება, რაჲთამცა დაიფარა ესოდენი სათნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, არამედ ჯერ-უჩნდა გამოცხადებად დიდძალი იგი საუნჯე მის შორის დაფარული სარწმუნოებისა მის მჴურვალისაჲ და სიმდაბლისა ფრიადისაჲ; ვითარ თავადმან შვილად უწოდა უმადლოთა მათ ჰურიათა, ხოლო მან არა ხოლო დრტჳნვაჲ არა აჩუენა, არამედ უფროჲსად აღჰმატა ქებაჲ მათი; თქუა, ვითარმედ: „ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. იხილეა სიბრძნე და სიმდაბლე დედაკაცისაჲ მის? იხილე კუალად ზუაობაჲ იგი ჰურიათაჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართო და არასადა ვის ვჰმონებდით“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა იტყოდეს. ხო...
სახარებაჲ ლუკაჲსი 8:4
3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.4. ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:5. გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 8