...ხლებად მათდა და მოყვანებად ქრისტესა, ამისთჳს თავადი მივიდა მათ კერძო-თა, და იხილეს რაჲ იგი, ვერღარა თავს-იდებდეს მისმიერსა მას ტანჯვასა.
და მათე იტყჳს, ვითარმედ ჰრქუეს მას: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“; ხოლო ლუკა ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს უფსკრულთა შთასლვად“, რამეთუ ჰგონებდეს, თუ აწვე მოაწევს მათ ზედა სატანჯველსა, და ძრწოდეს, ნუუკუე მიეცემიან საგუემელად. ხოლო რომელ-იგი ლუკა და მარკოზ ერთსა გჳთხრობენ ეშმაკეულსა მას, და მათე ორთა იტყჳს, არცა ესე სიტყუაჲ არს ურთიერთას წინააღმდგომი. რამეთუ უკუეთუმცა იგინი იტყოდეს, თუ ერ-თი ხოლო იყო და სხუაჲ არა იყო, იპოვნესმცა წინააღმდგომ მათესა; ხოლო ვინაჲთგან ესევითარი არარაჲ არს, არამედ იგინი ერთისა მის ეშმაკეულისა განკურნებასა ოდენ იტყჳან, ხოლო ესე ორთასავე წარმოიტყჳს, არა ურთიერთას ცილობაჲ არს ესე, არამედ ერთისა მის საქმისა თითოსახედ თხრობაჲ. რამეთუ ეშმაკეულნი იგი, სიტყჳსაებრ მათესა, ორნი იყვნეს, ხოლო ერთი მათგანი სასტიკი რაჲმე იყო და მძჳნვარე და სიფიცხისა მის მისისათჳს და სასტიკებისა მას ოდენ აჴსენებენ ლუკაეთნი. ამისთჳსცა წარმოიტყჳს სიბორგილესა მისსა ლუკა, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფებოდა, არამედ საფლავ...