...თისაჲ, ჭეშმარიტი იგი მენავეთმოძღუარი, მოვიყვანოთ ჩუენდა, რომელმან არა უტეოს ნავსა ჩუენსა დანთქმად, არამედ დაღაცათუ ბევრეულნი ქარნი ქროდიან, შეჰრისხნეს ქართაცა და ზღუასაცა და ქმნას დაყუდება დიდ. ; ;
ესრეთ უკუე მოჰმზადენით თავნი თქუენნი და ხვალისა დღე მოვედით ეკლესიად, და ესრეთ მიგითხრნეთ სიტყუანი დიდისა იოვანესნი, დავსთესნეთ იგინი თქუენ შორის, არამედ ნუმცა გზა ხართ, ნუცა კლდე, ნუცა ეკლოვან, არამედ იყვენით ქუეყანა კეთილ და ნაყოფიერ, რაჲთა ჩუენცა გულსმოდგინებით ვსთესვიდეთ თესლთა, უკუეთუ ვიხილოთ ქუეყანაჲ იგი წმიდად. უკუეთუ კულა ქვიანი იყოს და ეკლოვან და ფიცხელ, შენდობა-ყავ, რამეთუ ვერ ძალ-მიც ამაოდ შრომაჲ, რამეთუ უგუნურება არს ქუეყანასა უქმსა თესვად თესლისა.
რომელიცა ამას ტაბლასა მოვიდეს, არა უჴმს მას საეშმაკოთა ტაბლათა დაჯდომაჲ, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რომელი-ეგე ისმენ სიტყუათა იოვანესთა და მის მიერ სულისა წმიდისათა, და კუალად მისა შემდგომად წარხუალ სმენად სიტყუათა მეძავთა დედათასა და ზრახვად მათდა, ვითარ შეუძლო სიწმიდით სმენად ამათ სიტყუათა, რომელი-ეგე ინგორები ესევითარსა მწჳრესა შინა?
აჰა...