...ა აქო გონებაჲ კაცისაჲ მის, ვითარცა ლუკავე განჰმარტებს სიტყუასა ამას, ვითარმედ: „იესუ წარვიდა მათ თანა. და ესმა რაჲ ასისთავსა მოსლვაჲ მისი, მიავლინნა მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ქუეშე სახლისა ჩემისასა შემოხ-ჳდე, რომლისაგან არცა თავი ჩემი ღირს-ვიჩინე მისლვად შენდა“. აქამდე იტყჳს ლუკა. ხოლო ამისა შემდგომად, ეუწყა რაჲ მოსლვაჲ უფლისაჲ, აღდგა და თავით თჳსით მიეგებვოდა და ჰრქუა მას: „უფალო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“, და შემდგომი ამისი, ვითარცა მათე წამოიტყჳს. ხოლო რომელ ლუკა მისი იგი მისლვაჲ არა თქუა, არცა მათე - ჰურიათა მივლინებაჲ, ესე არა ურთიერთას წინააღდგომაჲ არს, არცა ცილობაჲ, - ნუ იყოფინ! - არამედ უფროჲსად თითოეულისა მეორისაგან დაკლებულისა აღსრულებაჲ. და კუალად რომელ მათე იტყჳს, ვითარმედ თქუა იესუ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“, - და ამით გამოაჩინა, ვითარმედ არა ისრაჱლთაგანი იყო იგი, არამედ კეისრისა მიერ მივლინებულთა მათ ასისთავთაგანი, ანუ ჰრომი, ანუ ბერძენი; ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: ჰრქუეს ჰურიათა, რამეთუ: „უყუარსო ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, არცა ესე წინააღმდგო...
სახარებაჲ ლუკაჲსი 7:6
5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7