მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:47

46. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.47. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.48. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
47. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 7; მ. 1-10]

1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა:

...ენ თავით თჳსით წარმართებად ყოვლისავე. ორკერძოვე სავნებელსა განაშორებს ჩუენგან და სარგებელსა მოგუცემს. ამისთჳს პეტრეს მიუშუა უარის-ყოფასა შთავრდომად, რაჲთა სიმდაბლე მოიგოს. კუალად ჴელი წყალობისაჲ აღუპყრა, რაჲთა უმეტესად შეიყუაროს უფალი თჳსი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ფრიად მიეტეოს, ფრიადცა შეიყუაროს“.

ვიქმნეთ უკუე ყოველსავე ზედა მორჩილ და მორწმუნე ღმრთისა და ნურარას ზედა ვაცილობთ, დაღაცათუ იყოს საქმე იგი წინააღმდგომ გონებათაცა და საცნობელთა ჩუენთა; არამედ იყავნ სიტყუაჲ მისი უმტკიცეს გონებათა და თუალთა ჩუენთა.

ეგრეთვე წმიდათა საიდუმლოთა ზედა ვიქმოდით. ნუ წინამდებარესა მას შესაწირავსა ხოლო განვიცდით, არამედ სიტყუათა მისთა ვიჴსენებდეთ, რამეთუ სიტყუაჲ მისი წარუვალ არს და განუქარვებელ.

ვინაჲთგან უკუე თავადმან თქუა: „ესე არს ჴორცი და სისხლი ჩემი“, გურწმენდინ სიტყუაჲ მისი და თუალითა სულიერითა განვიცდიდეთ საიდუმლოთა მათ. რამეთუ არარაჲ ხილული მოგუცა ჩუენ ქრისტემან, არამედ ხილულად იქმნებიან ბრძანებანი მისნი და უხილავად აღესრულებიან. ეგრეთვე ნათლის-ღებასა ხილულითა წყლითა იქმნების განბანაჲ იგი, ხოლო უხილავად მოგუეცემის მადლი იგი სულისა წმიდისაჲ და მეორედ შობაჲ ჩუენი.

რამეთუ უკუეთუმცა უჴორცონი ვიყვენით, განცხადებულადცა მოგუცნა უჴორცო...

სრულად ნახვა