...ე საქმენი არა ცოფთანი არიანა? და უკუეთუ ვინ თქუას: და ქრისტე რად ესრეთ დაჰმარხესო? მე ვიტყჳ, ვითარმედ: მისთა საქმეთა ნუ შეასწორებ კაცთა თანა. რამეთუ ნელსაცხებელიცა დაასხა მეძავმან ფერჴთა მათ მისთა წმიდათა. ; ; და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“, და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი აღდგეს მის თანა და ადიდოს, რამეთუ მით სამოსლითა ბრწყინვიდენ, რომელთა ჰრქუას, ვითარმედ: „მშიერი ვიყავ,...
სახარებაჲ ლუკაჲსი 7:37
36. ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.37. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.38. და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7