...დ სახიერ და ტკბილ და ნუგეშინისმცემელ, და ჰგმობდესვე. ესრეთ ყოვლით კერძო წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა იტყჳს უმეტესსა შესმენასა მათსა, ვითარმედ: „მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა; ხოლო ფარისეველთა და შჯულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს“.
ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა ესე ყოველი, და განმართლდა ჭეშმარიტად სიბრძნე მისი, და იპოვნეს უმადლონი იგი და უგულისჴმონი დასჯილ, ამიერითგან იწყო ყუედრებად მათდა, რომელთა არა ინებეს არცა მოძღურებისა მის სიტყუათაჲსა შეწყნარებად, არცა ბრწყინვალებისა მის სასწაულთაჲსა ხილვად, ვითარცა იტყჳს მახარებელი: