მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:28

27. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ივ ამპარტავანებისათჳს და სიმდიდრისა და მოწყალებისა:

...ანა შერაცხილ ვარ, რამეთუ განჴსნაჲ ჴამლთაჲ ამას მოასწავებს.

სწავლაჲ ივ ამპარტავანებისათჳს და სიმდიდრისა და მოწყალებისა

ხოლო უკუეთუ იოვანე არა ღირს იყო „საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, იოვანე, რომლისა უზეშთაესი ნაშობთა შორის დედათაჲსა არა აღდგომილ არს, ; ჩუენ სადა დავაწესნეთ თავნი ჩუენნი? უკუეთუ რომელი-იგი უზეშთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან თქუა, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთაცა მონათა მისთა თანა შერაცხად არა ღირს ვარ, რაჲ ვთქუათ ჩუენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ, რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელ ცაჲ ქუეყანისაგან არა არს ესრეთ შორს?

და მან თქუა, ვითარმედ: „საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად არა ღირს ვარ“, ხოლო მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა იკადრეს თქუმად, ვი-თარმედ: ვიცით იგი, ვითარცა მან თჳთ თავი თჳსი. რაჲ არს ამის ამპარტავანებისა უმეტეს ანუ უბოროტეს? კეთილად იტყოდა ბრძენი ვინმე კაცი, ვითარმედ: „დასაბამი ამპარტავანებისაჲ არს არამეცნიერებაჲ ღმრთისაჲ“. არამცა გარდამოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკუეთუმცა არა ამით სენითა შეპყრობილ იყო. ამან შთაჴადა იგი გეჰენიად; ესე იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ-ე...

სრულად ნახვა