მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:23

22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:

...სთაცა მოწაფეთა ამხილებს, ვითარ არა ჰრწმენა, რომელთა-იგი ამისაცა შემდგომად არავე ჰრწმენა. და ესეცა საცნაურ არს მისგან: რაჟამს-იგი იყო საპყრობილესა, მიავლინნა მისა, რაჲთამცა ჰრწმენა, რომელთა ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“. ; და ამისთჳს აქა ჰრქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (3,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“, საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს, ღმრთისა...

სრულად ნახვა