მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:21

20. და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...უ სხუასა მოველოდით?“

ხოლო ქრისტემან იცოდა გულისსიტყუაჲ იოვანესი, ამისთჳს არა სიტყჳთ ჰრქუა, თუ: მე ვარ, არამედ პირველად საქმით უჩუენა ჭეშმარიტებაჲ სასწაულთაჲ, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მას ჟამსა განკურნნა იესუ მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ“.

ხოლო ესე ყოველი ქმნა არა თუ რაჲთა იოვანეს დაარწმუნოს, რამე-თუ მან პირველითგანვე იცოდა, არამედ მოწაფეთა მათ მისთა ურწმუნოთა ენება გულსავსე-ყოფაჲ; ამისთჳსცა ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ დაფარულნი ყოველნივე გულისა მათისანი იცნის. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა განცხადებულად, თუ: მე ვარ ქრისტე, ვინაჲთგან უგულისჴმონი იყვნეს, ეთქუამცა, ვითარცა ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ“. ამისთჳს, იცოდა რაჲ უფალმან გონებანი მათნი, სიტყჳთ არა თქუა ესე, არამე...

სრულად ნახვა