მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 7:13

12. და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!14. და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 7
13. და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!
ლუკას სახარების განმარტება თავი მეშვიდე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 7; მ. 1-10]

1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა
სიტყვა კ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და იხილა დედაკაცი იგი იესო, და შეეწყალა იგი, და რქვა მას: ნუ სტირ( ლუკ. ზ. იგ.)

სახარება, წაკითხული აწინდელსა წირვასა ზედა, საყვარელნო ძმანო, მსმენელნო, არ გვაძლევს ჩვენ პირველი შეხედვით რომელსამე პირდაპირსა სწავლასა და დარიგებასა. მართალია, იგი აღწერს უდიდესსა სასწაულსა ქრისტესსა. მაცხოვარმან ერთითა სიტყვითა გააღვიძა მკვდარი, რომელი ჭირის-უფალთა მისთა მიაქვდათ დასამარხავად; აქითგან, ვითარცა თანამედროვენი მისნი დაინახვიდნენ, ეგრედვე ჩვენცა ვისწავლით, რომელ იგი იყო ჭეშმარიტი ძე ღვთისა და მას შეუძლია აღდგენა კაცისა და ცხოვნება მისი. ამაზე მეტი უპირდაპირესი სწავლა თითქოს არ გამოდის პირველი შეხედულებით აწინდელი სახარებითგან; გარნა ოდეს კარგად დაუკვირდებით მას და კარგად განვიზრახავთ, შევიტყობთ, რომელ იგი იპყრობს დიდსა ნუგეშსა და სწავლასა.

სახარება, ძმანო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვანათლებს ჩვენ ორნაირად, პირველად მით, რომელ იგი პირდაპირ მოიყვანს იმ დარიგებასა და სიტყვებსა, რომელსა იტყოდა მაცხოვარი, მეორედ მით, რომელ აღწერს მისთა საქმეთა და სასწაულთა. ვინაითგან თვით მაცხოვარი ასწავლიდა და ანათლებდა კაცთა პირველად სიტყვითა, და მერმე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის