მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:26

25. ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.26. ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.27. არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
26. ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანთა ქების უარყოფა და ღვთის მიმართ მზერა (6:9):

...ებოთ ადამიანთაგან დიდებას, არამედ მხოლოდ იმ ერთადერთის გულისთვის, რომელიც გულთა და თირკმელთა გამომცდელია, ვაკეთოთ კეთილი საქმეები და უღმრთოებას გავექცეთ.

ამიტომაც ქრისტემ, ადამიანური დიდების ძიებას რომ არ გვასწავლიდა, მრავალი სხვის შემდეგ, საბოლოოდ ესეც თქვა: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი" (). შეხედე, როგორ სიტყვით „ვაჲ" გვიჩვენა, რა სასჯელი ემზადებათ ასეთ ადამიანებს. ეს „ვაჲ" სატირალი ძახილია; თითქოს მათ დატირის რა, (ქრისტე) ამბობს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი". შენიშნე გამონათქვამის ზუსტობა: არ თქვა უბრალოდ „კაცთა", არამედ „ყოველთა კაცთა". სათნო ადამიანს, რომელიც ვიწრო და საჭირველო გზით მიდის და ქრისტეს მცნებებს ასრულებს, ყველა ადამიანისგან ქებისა და აღტაცების დამსახურება შეუძლებელია, რადგან დიდია ბოროტების ძალა და მტრობა სათნოების მიმართ. ამიტომ უფალი, რომელმაც იცოდა, რომ მკაცრად სათნოებაში მოღვაწეს და მხოლოდ მისგან ქების მომლოდინეს შეუძლებელია ყველა ადამიანისგან ქებითა და კეთილი სახელით სარგებლობა, უბედურებს უწოდებს მათ, ვინც ადამიანური ქების გულისთვის სათნოებას უგულებელყოფს. ყველასგან ქება უდიდესი მტკიცებულება შეიძლება იყოს იმისა, რომ (საქებარნი) ცოტას ზრუნავენ სათნოებაზე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).:

...სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ მათი. არამედ ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესე არს სასწაული მოთმინებისაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“; არამედ კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“. ამისთჳს აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუანი შენნი მივსცენ მათ, და სოფელმან მოიძულნა იგინი“, და იტყჳს კუალად მიზეზსა, რომლისათჳს ღირს არიან ფრიადსა ღუწოლასა მამისა მიერ: რამეთუ შენთჳს მოძულებულ იქმნესო და სიტყჳსა შენისათჳს, ამისთჳს ღირს არიან ყოველსავე პატივსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა ა...

სრულად ნახვა