მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:24

23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.24. ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.25. ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
24. ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სულის ცხონება სინანულის ცრემლებით:

...მაგრამ აქ მტირალნი ასე არ იქნებიან; არამედ დიდ ნუგეშს მიიღებენ, რადგან ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“ (). „ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი“ ().

ისმინონ მათ, ვისაც ვერცხლის სარეცლები აქვთ, როგორი იყო მეფის სარეცელი: არა ძვირფასი ქვებით შემკული, არა ოქროთი დაფარული, არამედ ცრემლებით დაბანილი. მისთვის ღამეები მოსვენების კი არა, გოდებისა და მოთქმის ღამეები იყო. რადგან დღისით მრავალი საზრუნავი ფანტავდა მას; ხოლო იმ დროს, რომელსაც ყველანი მოსვენების ჟამად აქცევენ, იგი აღსარების ჟამად აქცევდა და მაშინ უფრო მხურვალედ გოდებდა. რადგან ტირილი ყოველთვის კარგია, მაგრამ განსაკუთრებით ღამის ჟამს, როცა ამ საკვირველ სიამეს არავინ გაშორებს, არამედ მსურველს შეუძლია სრული თავისუფლებით განძღეს. იციან მათ, ვისაც გამოცდილება მიუღია, რას ვამბობ: რაოდენ სიხარულს შეიცავს ეს ცრემლთა წყაროები....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ შურისათჳს და ანგაჰრებისა:

...იტაცეს რაჲ. ნუ დაემკჳდრებით მხოლონი ქუეყანასა ზედა, ტაძარნი დიდნი და შუენიერნი, და არა იყვნენ მკჳდრნი მათ შინა“. (ესაია 5, 8-9) ვიგლოვოთ ნაუმს თანა და ვთქუათ: ვაჲ მისა, რომელმან აღაშენოს სიმაღლედ სახლი თჳსი, და უფროჲსად ქრისტეს მეუფისა თანა ვთქუათ: „ვაჲ მდიდართა, რომელ მიუღებიეს სასყიდელი მათი“. ვიგლოვდეთ მათთჳს და ნუ დავსცხრებით. ვთქუათ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: ნუ იგლოვთ მკუდრისათჳს, არამედ მტაცებლისათჳს და ანგაჰრისა და ვეცხლისმოყუარისა და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათჳს, რომელთაჲ არა ეგების მოქცევაჲ? არამედ ვიგლოვდეთ ამათთჳს, რომელთაჲ შესაძლებელ არს მოქცევაჲ; გარნა რაჟამს ჩუენ ვიგლოვდეთ, მრავალგზის იგინი იცინიან, და ესე არს ღირს გლოვისა: რომლისა ტირილი ჯერ-იყო, იგი იცინის. რამეთუ უკუეთუმცა იგინი იგლოვდეს, ესე სასწაული არს განმართლებისაჲ. ვინაჲთგან უკუე უგულისხმოებასა შინა არიან, ამისთჳს უკუე ჩუენ ვიგლოვდეთ მათთჳს, არა ყოველთა მდიდართათჳს, არამედ რომელნი ვეცხლისმოყუარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ჴმარებაჲ სიმდიდრისაჲ, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ, ხოლო ანგაჰრებაჲ არს წარმწყმედელ და ბოროტ. ვიგლოვდეთ უკუე მათთჳს, ნუუკუე იქმნას რაჲმე სარგებელი, ნუუკუე დაღაცათუ დაც...

სრულად ნახვა