მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:22

21. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.23. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
22. ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).:

...ათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა“. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწეოდის ჟამი იგი, მოიჴსენოთ, რამეთუ ესე გარქუ თქუენ“ (16,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ესე ყოველი იქმნას, მაშინ სცნათ, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტ იყო, და ამისთჳს გარქუ, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს და შეგაშფოთნეს თქუენ, და რაჲთა არა იტყოდით, ვითარმედ: არა წინაჲსწარ ვიცოდეთ ყოველივე მომავალი. იჴსენებდეთ უკუე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ, და ვითარმედ ჩემთჳს გიზმენ ყოველსავე და მამისა ჩემისათჳს, და რამეთუ მეცა ესრეთ მიყვეს, და რამეთუ ყოველივე უჯეროებით არს და უშჯულოდ საქმჱ მათი.

სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს

და აწ ჩუენცა, საყუარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ამას ყოველსა ვიჴსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღუარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩუენისასა იესუს, და ვითარმედ სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა“ (5,12).:

...და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

ხოლო ლუკა უმეტესადცა იტყჳს: „ოდეს განჴადონო სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა, გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი დიდ არს ცა-თა შინა“. არა დევნულებათა მათთჳს, რომელთა მოითმენდეს, და სატანჯველთათჳს ხოლო, არამედ გინებათა მათთჳსცა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა დიდსა სასყიდელსა განუმზადებს. ამისთჳსცა არა თქუა: რაჟამს გტანჯნენ თქუენ და მოგწყჳდნენ, არამედ: „რაჟამს გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“; რამეთუ ნანდჳლვე ყუედრებანი და შესმენანი და ბოროტისმეტყუელებანი უძჳრესადღა ტანჯვისა და გუემისა შეაწუხებენ გულსა, რამეთუ ტანჯვასა შინა მრავალნი ნუგეშინის-სცემდეს, მრავალნი აქებდეს და გჳრგჳნოსანჰყოფდეს, ხოლო ყუედრებათა შინა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ არა ეპოებოდა და უმეტესადღა შეაურვებდა მათ. და იხილეთ იობ, გოდოლი იგი შეურყეველი, რაჟამს ყოველივე მონაგები წარუწყმდა და მეყსა შინა უშვილო იქმნა და წყლულებაჲ იგი სასტიკი შეემთხჳა და მეუღლე განმამრავლებელ მწუხარებათა ზედაადგრა, ყოველივე ადვილად მოითმინა, ხოლო იხი...

სრულად ნახვა