მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:1

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...ს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).

ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.

ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).

ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს: „და იყო შაბათსა პირველ-მეორესა“. რაჲ არს უკუე პირველ-მეორე შაბათი? ესე იგი არს, ოდეს ორკერძოჲ არნ უქმობაჲ, რაჟამს შაბათსა შინა სხუაჲცა რაჲმე უქმობისა დღესასწაული დახუდის, და არნ უქმობაჲ შაბათისაჲცა და მოწევნულისა მისცა დღესასწაულისაჲ; რამეთუ მრავალნი აქუნდეს დღესასწაულნი: თჳსთავნი და ტალავრობანი და ჴალარჯობანი და დღესასწაული ახალთაჲ და ნესტუ-თაჲ და სხუაჲ ესევითარი. ხოლო უფალსა ენება ჴორციელთა მათ და აჩრდილისა დღესასწაულთა და შაბათთა დაჴსნაჲ და სწავლაჲ სულიერთა და მაღალთა დღესასწაულთა და შაბათობისა მის საუკუნოჲსაჲ; რამეთუ ვინაჲთგან მზე იგი სიმართლისაჲ აღმობრწყინდა და დღე ცხორებისაჲ გამოჩნდა, აჩრდილთა განქარვებაჲ ჯერ-იყო. ჯერ-უჩნდა უკუე უფალსა შაბათობისა მის ჴორციელისა განქარვებაჲ, გარნა თჳნიერ მიზეზისა არაოდეს დაჰჴსნის, რაჲთა მათსა მას უგუნურებასა ნუგეშინის-სცეს და არა მოწყლნეს, და შჯულსა მასცა განუსუენოს; და ოდესმე კურნებასა უძლურთასა მიზეზ-ჰყოფნ, ვითარცა-იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“ (10,2-4).:

..., რომელსა ეწოდა თადეოს; და სიმონ მოშურნე, რომელსაცა კანანელ უწოდა; და ესრეთ აჴსენა იუდა განმცემელი და არა თქუა, ვი-თარმედ: იუდა, ბილწი იგი და არაწმიდაჲ, არამედ ქალაქი ხოლო მისი აჴსენა - ისკარიოტელიო. რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა, რომელ არს ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, რომლისათჳს იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „იუდა იაკობისი“. ამისთჳს უკუე სახელითა მით ქალაქისაჲთა განყოფილებაჲ მისი ქმნა ამისგან და თქუა: „იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“. და ესეცა არავე სირცხჳლ-იჩინა თქუმად, ვითარმედ: „რომელმანცა განსცა იგი“; ესრეთ არარას დაჰფარვიდეს, რომელიცა საყუედრელად შერაცხილ არნ. ხოლო ვისმინოთ შემდგომიცა იგი სიტყუაჲ მახარებელისაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა მას წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“ (10,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „ესე ათორმეტნი წარავლინნაო“; ესე რომელნი, გჳთხარ-ღა? - მეთევზურნი ესე და უსწავლელნი და მეზუერენი; რამეთუ ოთხნი მე-თევზურნი იყვნეს და ორნი მეზუერენი: მათეოზ და იაკობ ალფესი; და ერ-თი იგი განმცემელი და სხუანიცა იგი უნდონი და გლახაკნი. რომლისათჳს განკჳრვებით იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ეს...

სრულად ნახვა