მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:3

2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.4. და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
სიტყვა იჱ-ას კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).

საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი...

სრულად ნახვა
მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )

დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება მცირედ კიდითგან ნავისა, დასჯდა და ასწავებდა ნავითგან ერსა. დაასრულა რა სწავლა, უბრძანა სვიმონს, შეყენება ღრმად ნავისა და დადება ბადისა ნადირობად. თუმცა სვიმონ და სხვანი მეთევზენი მრთელს ღამეს ნადირობდნენ და ვერა რა მიიღეს; გარნა, სიტყვისამებრ მოძღვრისა, დასდვეს ბადე და შეაყენეს ესოდენი სიმრავლე თევზთა, რომელ ბადენი თითქმის განსქდებოდნენ და ნავი აღივსო თევზითა. იხილეს რა უბრალოთა მათ მეთევზეთა ესრეთი საკვირველება, შეეშინა მათ ფრიად; სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოთა და ჰრქვა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ხოლო უფალმან ჰრქვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე:

...ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“ ; ;

ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.

გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვსძლოთ მას. ხოლო ვსძლოთ ესრეთ, უკუეთუ წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაჲ. რამეთუ ვითარცა სიმდიდრესა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).:

...ნესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მეორისა მისცა სახელი არა გუაუწყა? რამე-თუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ თჳთ იოვანე იყო მახარებელი, აღმწერელი ამის სახარებისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“ და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ სა...

სრულად ნახვა