მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:20

19. და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!21. და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
20. და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...მდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...ხჳსაგან მოეღოს.

ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავს, ვიხილნეთ სახენიცა იგი მცირედ რაჲმე, რამეთუ ა...

სრულად ნახვა