მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:2

1. და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.3. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
2. და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.
სიტყვა იჱ-ას კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).

საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო ამოღება მისი წყალითგან, ვიდრემდის არ მოეხმარნენ სხვანი მეთევზენი. ამ სასწაულმან ცხადად უჩვენა მას, რომელ მოძღვარი იგი არ იყო უბრალო ვინმე კაცი, არამედ თვით უფალი და მბრძანებელი ყოვლისა ბუნებისა. მაშინ განკვირვებული იგი მეთევზე შეუვრდა მუხლთა იესოსთა და ჰრქვა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო! რასა ნიჰშნავს, ძმანო. ესე მოქმედება სვიმონ პეტრესი? რისთვის შეეშინდა მას და ან რისთვის სთხოვა უფალსა განსვლა მისგან? ვგონებ, მას უნდა გაჰხარებოდა, რომ ესე ვითარი სასწაულთმოქმედი შევიდა ნავსა მისსა, აკურთხა მისი შრომა და მისცა მას დიდი...

სრულად ნახვა
მოძღვრება იჱ-კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )

დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება მცირედ კიდითგან ნავისა, დასჯდა და ასწავებდა ნავითგან ერსა. დაასრულა რა სწავლა, უბრძანა სვიმონს, შეყენება ღრმად ნავისა და დადება ბადისა ნადირობად. თუმცა სვიმონ და სხვანი მეთევზენი მრთელს ღამეს ნადირობდნენ და ვერა რა მიიღეს; გარნა, სიტყვისამებრ მოძღვრისა, დასდვეს ბადე და შეაყენეს ესოდენი სიმრავლე თევზთა, რომელ ბადენი თითქმის განსქდებოდნენ და ნავი აღივსო თევზითა. იხილეს რა უბრალოთა მათ მეთევზეთა ესრეთი საკვირველება, შეეშინა მათ ფრიად; სვიმონ პეტრე შეუვრდა მუხლთა იესოთა და ჰრქვა: განვედ ჩვენგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო! ხოლო უფალმან ჰრქვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მან მე მადიდოს“ (16,14).:

...მას კეთილთა მათ ზიარებისასა. უკუეთუ არა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ძესაცა ოდენ ძალ-უც ცოდვათა მოტევებაჲ და სულსა წმიდასაცა, ისმინე, ძისათჳს ვითარ ეტყჳს ჰურიათა, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა შენდობად ცოდვათა“; ; ; და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...მდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...ა იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ; და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არამედ ყოველსავე სწორებითა მისითა იქმს. ხოლო აქა მეორისა მის ბრალობისათჳს წინააღუდგების, რომელსა იტყოდეს იგინი დაჴსნისათჳს შაბათისა, და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა“ (7,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „არავინ“? ამისთჳს, რამეთუ ყოველნი ეძიებდეს მას მოკლვად. ხოლო ესრეთ არს სიტყჳსა მისისა ძალი, ვითარმედ: მე დაღაცათუ შჯული დავჰჴსენ შაბათისაჲ, გარნა კაცი ვაცხოვნე და მისისა ცხორებისათჳს დავჰჴსენ შაბათი, და საქმჱ იგი ჩემი უკუეთუ გარდასლვაჲ იყო შჯულისაჲ, - რომელ-იგი არა იყო, არამედ დაღაცათუ იყო, ცხორებისათჳს კაცისა, - და არა ჯერ-იყო თქუენ მიერ შჯაჲ ჩემი, რომელნი-ეგე დიდად გარდამავალ ხართ მცნებათა შჯულისათა, რამეთუ თქუენი ეგე გარდასლვაჲ სრულიად დაჴსნაჲ არს შჯული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).:

...ხჳსაგან მოეღოს.

ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავს, ვიხილნეთ სახენიცა იგი მცირედ რაჲმე, რამეთუ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...გცა, რაჲთა იქმნე შენცა სახიერ და კაცთმოყუარე და მიემსგავსო ქველისსაქმითა და სათნოებითა მით ძჳრუჴსენებლობისაჲთა ღმერთსა. რამეთუ თანანადებთა მიტევებაჲ საქმე არს ღმრთისაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „არავის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა“. ; აწ უკუე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა, მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრ თჳსისა, და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა ცოდვათა თჳსთასა. ამისთჳს მოგცა მცნებაჲ ესე, რაჲთა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს-გყოს, რაჲთა გიჴსნას უშუერებისაგან, მრისხანებისა და ძჳრის-ჴსენებისა, რაჲთა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამეთუ მოყუასი შენი ასოჲ შენი არს.

ვითარ უკუე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოჲსა მის და ძმისა შენისათა, რაჲ სთქუა? თუ უსამართლოდ რაჲმე გავნოა? ესე არს თანანადები და შეცოდებაჲ. უკუეთუ არა, რომელი-იგი სამართლად რაჲმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიჴმს შენდობაჲ, რამეთუ შენცა ესევი-თართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალ-თა თანანადებთა ითხოვ მოტევებასა; მიუტევენ ყოველნი თანანადებნი და შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მო...

სრულად ნახვა