მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 5:10

9. რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.11. და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5
10. ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:

...თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურის...

სრულად ნახვა