...დაღაცათუ არა გარდასლვაჲ მცნებისაჲ იყოს, რომელსა ეშმაკი გუაწუევდეს ქმნად, არავე მივერჩდეთ მათ, და უფროჲსად, დაღაცა-თუ კეთილსაცა რასმე გუეტყოდის მტერი, არა ჯერ-არს ყოვლადვე სმენაჲ მისი. და იხილე, ვითარ ოდეს ძედ ღმრთისა ეტყოდეს უფალსა ეშმაკნი, პირსა დაუყოფდა მათ; ; და პავლეცა შეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.
ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენებად სასოებისაგან ღმრთისა.
ხოლო იტყჳან ვიეთნიმე,...