მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 4:23

22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 4
23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 4; მ. 1-12]

1. ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2. და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. 4. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 5. და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა. 6. და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი; 7. უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი. 8. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. 9. და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, 10. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა...

სრულად ნახვა
მოძღვრება სულის წმინდის მოფენის დღესა (თქმულ არს ჩყჲდ-სა წელსა)
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

დასასრულსა დიდისა დღესასწაულისასა მაცხოვარი, ჩვეულებისამებრ თვისისა, დასდგა შორის ერისა და იწყო სწავლად და ქადაგებად; იგი აძლევდა ნუგეშს მორწმუნეთა თვისთა, აღუთქვამდა რა მათ მოვლინებასა განმანათლებლისა სულისა წმიდისასა, და სხვათა მრავალთა ეტყოდა მათ სწავლათა და მოძღვრებათა. გარნა მსმენელთა მისთა შორის გაჩნდა ამაზედ ცილობა და შფოთი; ზოგნი იტყოდნენ: ის წინასწარმეტყველი არისო და კეთილად გვასწავლისო; სხვანი ამბობდენ: იგი ცბიერი არისო და ცუდად გვასწავლისო; ერთი სიტყვით, დიდი განწვალება და შფოთი იყო ერსა შორის მისთვის. რას ნიშნავდა, ძმანო ჩემნო, ეს გასაოცარი ცილობა და განწვალება? რისთვის აღსდგა ეს შფოთი და უკმაყოფილება? რას ეტყოდა მათ მაცხოვარი საწყენსა? იგი აღუთქვამდა მოახლებასა უმჯობესისა დროებისა, როდესაც იგინი მიიღებენ განათლებასა სულისა წმიდისაგან; იგი აძლევდა მათ ნუგეშისცემასა და სწავლასა. მაშასადამე, რისთვის იწყეს ამთ შფოთი? რისთვის გაჩნდა მათ შორის განწვალება? ზოგიერთა მსმენელთა იესო ქრისტესთა, ვითარცა შენიშნულ-არს თვით სახარებასა შინა, ვერც კი გაიგეს ნამდვილი ჰაზრი მისისა სიტყვისა, ვინაიდგან სულიწმიდა, რომელსა იგი აღუთქვამდა მათ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).:

...ა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).

თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().

მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნა

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“ (5,19).:

....

ჯერ-არს უკუე ორსავე შინა სრულ-ყოფად და პირველად თავისა თჳსისა განმართებაჲ და ესრეთ სხუათაცა მოძღურებად შესლვაჲ; რამეთუ ამისთჳს თავადმანცა საქმე უწინარეს სწავლისა განაწესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესრეთ იქმნების კეთილად სწავლაჲ სხუათაჲ, ოდეს პირველად შენ ჰქმნე, რაჲთა არა გესმას: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“; რამეთუ რომელმან ვერ უძლოს თავისა თჳსისა სწავლად და ჴელყოს სხუათა მოძღურებად, მრავალთა მიერ განიკიცხოს და იყუედროს და უფროჲსღა ვერცა შეუძლოს სწავლად, რაჟამს საქმენი სიტყუასა უგებდენ მას. ხოლო უკუეთუ ორკერძოვე სრულ-ყოს - თჳსითაცა საქმითა და სხუათაცა სწავლითა - ესევითარსა მას ჭეშმარიტად დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სიმართლედ ამას ადგილსა ყოველსა სათნოებასა სახელსდებს, ვითარცა თქუმულ არს იობისთჳს, ვითარმედ: „უბიწო, მართალ“; და სხუათა მრავალთა ადგილთა სიმართლჱ შემოკრებულისა მის ყოველთა ქველისსაქმეთაგან სათნოებისათჳს თქუმულ არს. ხოლო ფარისეველნი და მწიგნობარნი არა თუ უშჯულონი და უკეთურნი აჴსენნა აქა, არამედ რომელნი იმარხვიდე...

სრულად ნახვა