მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 3:5

4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 3
5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...გან“. და კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“. ;

იხილეა, ვითარ წინაჲთვე ყოველივე თქუა წინაწარმეტყუელმან: შემოკრებაჲ იგი ერისაჲ და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ და წარმართებაჲ იგი საღმრთოჲსა მის ქადაგებისაჲ და მიზეზი ესევითართა ამათ განგებულებათაჲ? დაღაცათუ იგავისსახედ წარმოიტყჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელებაჲ იყო, და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყუელებისაჲ, რაჲთა არა განცხადებულ იყოს სიტყუაჲ და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენ ყურნი სმენად საღმრთოთა სიტყუათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამეთუ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დამდაბლებულნი იგი და შემუსრვილნი ამაღლდენ, და მაღალნი და ამპარტავანნი დამდაბლდენ. და ეგრეცა იქმნა, რამეთუ მოსლვითა უფლისაჲთა ბუნებაჲ კაცთაჲ, დამდაბლებული...

სრულად ნახვა