მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 3:2

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა,2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 3
2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).:

...წყნარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტესი? გარნა ესე არს, რამეთუ ენებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ედ ამისთჳს მოვიდა ქრისტე ნათლის-ღებად მეოცდაათესა წელსა. ხოლო თუ რაჲ იყო განგებულებაჲ იგი ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოვიდა იოვანე ნათლის-ცემად, არამედ ღმერთმან უბრძანა მას, ვითარცა გუასწავებს ლუკა და იტყჳს, ვითარმედ: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“, და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. აწ უკუე ესე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რაჲსათჳს მოივლინა ნათლის-ცემად. თქუა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად“. და უკუეთუ ესე ოდენ იყო მიზეზი, ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“? და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...1,12-16) ხოლო ლუკა არა ამათ სახელ-თა იტყჳს ვიდრე დავითისამდე, და მიერითგან კუალად მათესვე თხრობასა შეერთვის, რამეთუ ესრეთ იწყებს: „და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატ-თანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსეფისა, მატათისა, ამონისა, ნაუმისა“,

და შემდგომი ამისი, ვიდრემდის მოიწია დავითისამდე. რაჲ არს განყოფილებაჲ ესე, ვითარ ერთისა კაცისა სხუანი და სხუანი მშობელნი გჳთხრნეს? უწყებაჲ უკუე ჯერ-არს, ვითარმედ ესრეთ იყო წესი პირველისა მის რჩულისაჲ, რომელ მოკუდის თუ ვინმე უშვილოდ, ძმამან მისმან იქორწინის ცოლი აღსრულებულისაჲ მის და აღუდგინის თესლი ძმასა თჳსსა. ხოლო იშვის რაჲ შვილი, ბუნებით მეორისაჲ მის არნ, რომლისაგანცა შობილ არნ, და წესითა რჩულისაჲთა - აღსრულებულისაჲ მის. ხოლო მათ ჟამთა შინა ნაშობთაგან სოლომონისთა, ძისა დავითისთა, იყო ვინმე მატთან სახელით და ესუა ცოლი, რომლისაგან შვა იაკობ, მამაჲ იოსებისი. აღესრულა მატ-თან, და იქორწინა ცოლი მისი მელქი, ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. მელქი, ძემან ლევისმან და ძმამან პანთერისმან, რომელი ზემო ვაჴსენეთ, ამან მელქი იქორწინა ცოლი იგი მატთანისა და დედაჲ იაკობისი და შვა მისგან ელი. იქმნნეს უკუე იაკობ და ელი ძმანი, ერთისა დედისა ნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...რმედ ნათესავისაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ, გარნა არა სოლომონის ნაშობთაგან, არამედ ნათანისთა, ძისა დავითისა, რომლისა შობათა წარმოიტყჳს ლუკა მახარებელი. რამეთუ ამის ნათანისა, ძისა დავითისა შვილთაგან იყო ვინმე ლევი, რომელსა აჴსენებს ლუკა და იტყჳს: „იოსებისა, ელისა, მელქისა, მატთანისა, ლევისა“. ამან ლევი შვა მელქი და პანთერ, პანთერ შვა ვარპანთერ, ვარპანთერ შვა იოაკიმ, იოაკიმმან შვა წმიდაჲ ღმრთისმშობელი. აჰა ესერა გიჩუენე განცხადებულად, ვითარმედ ტომთაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ.

ხოლო მეორისა მისთჳს საძიებელისა, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს წარმოიტყჳს იოსების მშობელთა და პაპისპაპთა, რაჲ საქმე აქუნდა იოსებს შობასა ქრისტესსა? ამას ვიტყჳთ: არა იყო რჩული ებრაელ-თა შორის დედაკაცისა თესლ-ტომსა აღწერად, და არცა სადა იპოების ესე ძუელთა შინა წიგნთა, ხოლო მახარებელსა ენება გამოჩინებაჲ, ვითარმედ დედაჲ ქრისტესი დავითის ტომისაგან იყო, და კეთილად. ვინაჲთგან ებრაელთა მიმართ იყო აღწერილი ესე სახარებაჲ, წესისაებრ რჩულისა უნდა აღწერისა ამის ქმნად, რაჲთა უმეტესად სათნო და შესაწყნარებელ იყოს და რაჲთა თავსავე ზედა არა დამჴსნელ რჩულისა იპოოს. ამისთჳს დაიდუმა ჟამისად მშობელთათჳს ღმრთისმშობელისათა თქუმად და იოსებისნი წარმოთქუ...

სრულად ნახვა