...სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 3:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...დ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარებელსა მისსა, და დაშრეტს ყოველთავე გან-ჴურვებულთ...
...უემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?
ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს შენდობილ იქმნა იოვანესი ადრე აღსრულებ...
...ე. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე მრავალგზის ეწამა ქრისტესა და რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“, ; ; ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ;...
...ბს, არამედ პირველ გამოჩინებისაცა, ვი-თარცა მათე იტყჳს, ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ; ; ; ხოლო ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.
ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგი არს, ვითარმედ ბრწყინვალე იყო და პატიოსან. და ნუ ჰგონებთო, ვინაჲთგან მე პირველ მოვედ ქადაგებად,...
...უ: ზეცით იყო, მიუგომცა: „და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?“ რამეთუ უკუეთუმცა ერწმუნა ამათ სიტყუათა, არამცა ეტყოდეს უფალსა, ვინაჲთგან იოვანეს ეთქუა პირველვე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.
ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყი...
...უდრეთით“. ; - ესოდენ დიდ იყო შიში მისი.
ესრეთ უკუე წმიდანი შემდგომად სიკუდილისაცა უძლიერეს ცხოელთასა არიან. ამისთჳსცა რაჟამს იგი ნათელს-სცემდა, მოვიდოდეს მისა მდიდარნი და დიდებულნი და ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ ჩუენ?“ ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ...
...ღირს იქმნათ მასცა საზომსა მიწევნად. იჯმენით მეტთა მათ და ნამეტნავ-თა მონაგებთაგან და მოხუეჭისაგან და ტაცებისა, სიმართლისა ნაყოფთაგან იყავნ ნაქონები თქუენი. რამეთუ ნეტარი იოვანეცა, ოდეს-იგი ასწავლიდა მეზუერთა და მჴედრობად განწესებულთა, ესრეთ ეტყოდა: „ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა სწამებთ და კმა-გეყავნ როჭიკი თქუენი“; არა თუ არა ენება უაღრესთა საქმეთა და მაღალთა სათნოებათა სწავლად, არამედ იცოდა, ვითარმედ ფრიადისა მის უძლურებისაგან გონებათა მათთაჲსა უზეშთაესთა მათ სმენად ვერ ძალ-უც. ამისთჳს მცირეთა მათ საქმეთა ეტყჳს და დიდთა თანაწარჰჴდების.
ამისთჳს მეცა მდაბალთა ამათ და მცირეთა საქმეთა გამცნებ, რამეთუ უწყი, ვითარმედ წესი იგი სრულისა მის უპოვრებისაჲ უზეშთაეს საზომისა თქუენისა არს, და ჰე თუმცა უდარესთა ამათ მცნებათა ჴელ-ჰყავთ აღსრულებად, რამეთუ ესეცა ფრიადი ნუგეშინის-ცემაჲ არს.
დაღაცათუ უპოვრებაჲ წარმართთა შორისცა მრავალთა წარჰმართეს და სრულიად ყოვლისავე მონაგებისაგან განშიშულდეს, დაღაცათუ არა საღმრთოჲთა გულისსიტყჳთა, და გამოაჩინეს, ვითარმედ ყოვლადვე არა შეუძლებელ არს საქმე ესე, ვინაჲთგან მათცა წარჰმართეს; გარნა თქუენთჳს კმა არს ჩემდა, უკუეთუ მოწყალებაჲ კეთილად წარჰმართოთ, რამეთუ უკუეთუ ამას შინა წარემატებოდით, ადრე მიიწინეთ უაღრესისა და უზეშ...