მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:49

48. რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).:

...რიან და დაუსრულებელ, უოხჭნო და მიუწთომელ.

ესრეთ განაძლიერნა გონებანი მათნი ჴსენებითა მის დღისაჲთა და წარავლინნა ქადაგებად ყოველსა სოფელსა, ვინაჲთგან მადლი წმიდისა სულისაჲ მოიღეს; რამეთუ ესე თავადმანვე უბრძანა, ვითარცა ლუკა გუაუწყებს: „ხოლო თქუენ დასხედითო ქალაქსა ამას შინა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო“.

სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს

კეთილად უკუე და სამართლად განამტკიცნა უფალმან გულნი მოციქულთანი ჴსენებითა მის დღისაჲთა; რამეთუ ნანდჳლვე ჴსენებაჲ დღისა მის განკითხვისაჲ სათნოთა და ღმრთისმოყუარეთათჳს საწადელ არს, ვითარცა-იგი ცოდვილთათჳს და დასჯილთა გონებითა საშინელ არს და საგლოელ. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ჩემნო, ნუ გუეშინის ოდენ და ვძრწით მის დღისაგან, არამედ მოვიქცეთ სინანულად, ვიდრეღა ჟამი გუაქუს.

განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთაგან და ვიქმოდით კეთილსა; რამე-თუ ძალ-გჳც, უკუეთუ ოდენ გუენებოს. არა ჰხედავთა, ვითარ პირველსაცა შჯულსა შინა, ოდეს-იგი დიდ იყო მძლავრობაჲ ცოდვისაჲ, მრავალნი მძლე ექმნეს ვნებათა და წარჰმართეს სათნოებაჲ?

არა აწ უმეტესად ადვილ არსა, ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა და განგჳახლა ჩუენ გზაჲ სათნოებისაჲ და ცოდვაჲ დასაჯა პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა?

გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ არარა...

სრულად ნახვა