მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:36

35. და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!37. ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).:

...ისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...არმედ: „აღდგეს მასვე დღესა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი“, და შემდგომი ამისი. და მერმე იტყჳს: „ვითარ-იგი ამას იტყოდეს ოდენო, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!“ და მერმეღა ამისა შემდგომად წარვიდეს გალილეად. ამას გამოეძიებენ.

გარნა ადვილ არს ესე სიტყუაჲ, რამეთუ საქმე იგი უმეტესსა სიმდიდრესა კაცთმოყუარებისა უფლისასა გამოაჩინებს.

რამეთუ არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: გალილეას ოდენ მიხილონ; არცა, ვინაჲთგან იერუსალჱმს ეჩუენა, გალილეას ჩუენებაჲ განაცრუა. ნუ იყოფინ! არამედ ორივე ქმნა სიმდიდრითა მით კაცთმოყუარებისაჲთა ჭეშმარიტად. რამეთუ პირველად ჰრქუა მენელსაცხებლეთა: „უთხართ ძმა-თა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ“. ხოლო იგინი შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა შეყენებულ იყვნეს და ვერ იკადრეს მაშინ წარსლვად. ამისთჳს ტკბილმან მან და მოწყალემან უფალმან ჯერ-იჩინა ნუგეშინის-ცემაჲ მათი და ეჩუენა მასვე დღესა ერთშაბათისასა მწუხრი კართა ჴშულთა და აღავსნა იგინი სიხარულითა; და კუალად - მერვესა დღესა.

ამის ყოვლისა შემდგომად იქმნა წარსლვაჲ მათი გალილეად და...

სრულად ნახვა