მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:3

2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).:

...ებელ იყო ჴელთა მიერ მოკუდავ-თა, არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ განგებულებისაჲ იყო საქმჱ იგი, რამეთუ რომელი-იგი ესრეთ თხელი და წულილი იყო, რომელ ჴშულთა კართა შევიდა, დასამტკიცებელად აღდგომისა თჳსისა ქმნა ესე და რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ჯუარსცუმული. და ამისვე მიზეზისათჳს ჭამაცა და უჩუენნა წყლულებანი. და არა თუ სიზრქჱ იყო მაშინ ჴორცთა მისთა შინა, არამედ ყოველსავე მაშინ მოწფისა მისთჳს იქმოდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ“ (20,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).:

...ისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა:

...არა შრომათა და ჭირთა და სიკუდილსა, ეზიაროს გჳრგჳნთაცა? რამეთუ უკუეთუმცა არა შუენოდა, არცამცა დაბადებულ იყო პირველითგან, და არცამცა თავადსა უფალსა შეემოსნეს ჴორცნი, არამედ მან შეიმოსნა ჴორცნი და აღადგინნა იგინი. და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ“. ანუ ლაზარე რად აღადგინა, უკუეთუმცა უმჯობჱს იყო თჳნიერ ჴორცთაჲსა აღდგომაჲ?

არამედ ნუ სცთებით მწვალებელთაგან, საყუარელნო, რამეთუ არს აღდგომაჲ და საშჯელი, ხოლო ესე არა ჰრწამს, რომელთა არა ჰნებავს მიცემად სიტყჳსა საქმეთა მათთაებრ. არამედ იყოს აღდგომაჲ, ვითარცა ქრისტე აღდგა; რამეთუ იგი არს დასაბამი და პირმშოჲ შესუენებულთაჲ, რომელმან არა ქმნა ცოდვაჲ და აღდგა მკუდრეთით ჴორცითა. და ყოველნი იგი ბოროტნი სწავლანი გარემივაქცინეთ, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს სწავლაჲ ესე არააღდგომისაჲ, არამედ მარკეონისი არს და უვალენტისი. ვივლტოდით ამისგან, რამეთუ ცხორებაჲ კეთილი თჳნიერ მართლისა სარწმუნოებისა არად სარგებელ არს, ვითარცა-იგი არცა სარწმუნოებაჲ სარგებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა.

ვეკრძალნეთ უკუე ბოროტთა სიტყუათა, რომელთა-ესე ვიცით ძალი იგი უძლეველი ღმრთისაჲ, ვივლტოდით სიტყუათა მათთაგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა გულისხმა-ყო იესუ, ვითარმედ ცნეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ იესუს უმრავლესნი უსხენ მოწაფენი და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, და თჳთ იესუ არა ნათელს-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“ (4,1-3).:

...რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა, წყევაჲ უჩინო იქმნა, და ბევრეულნი კეთილნი გამოვიდეს ცხორებასა ჩუენსა. და ამისთჳს ენება, რაჲთა ყოველთა მიმართ სარწმუნო იყოს ბუნებაჲ იგი ჴორცთა მისთაჲ, ხოლო ღმრთეებასა არავე დაჰფარვიდა, არამედ მასცა გამოაჩინებდა. ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა ცუდად წარვიდოდა გალილეაჲსა კერძოსა, არამედ დიდნი საქმენი აღასრულნა სამარიას მისითა მით სიბრძნითა, და რაჲთა არარაჲ აქუნდეს ჰურიათა სიტყუაჲ, რომელსაცა მოასწავებს მახარებელი და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ გარეწარად გზასა ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...(იოან. 20,19)

და კუალად მერვესა დღესა ეჩუენა და თომა გულსავსე-ყო და უჩუენნა ჴელნი მისნი და გუერდი.

ეგრეთვესახედ ლუკაცა იტყჳს იერუსალჱმს ხილვასა მისსა, რამეთუ თქუა ორთა მათთჳს, ვითარმედ: „აღდგეს მასვე დღესა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი“, და შემდგომი ამისი. და მერმე იტყჳს: „ვითარ-იგი ამას იტყოდეს ოდენო, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!“ და მერმეღა ამისა შემდგომად წარვიდეს გალილეად. ამას გამოეძიებენ.

გარნა ადვილ არს ესე სიტყუაჲ, რამეთუ საქმე იგი უმეტესსა სიმდიდრესა კაცთმოყუარებისა უფლისასა გამოაჩინებს.

რამეთუ არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: გალილეას ოდენ მიხილონ; არცა, ვინაჲთგან იერუსალჱმს ეჩუენა, გალილეას ჩუენებაჲ განაცრუა. ნუ იყოფინ! არამედ ორივე ქმნა სიმდიდრითა მით კაცთმოყუარებისაჲთა ჭეშმარიტად. რამეთუ პირველად ჰრქუა მენელსაცხებლეთა: „უთხართ ძმა-თა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ“. ხოლო იგინი შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა შეყენებულ იყვნეს და ვერ იკადრეს მაშინ წარსლვად. ამისთჳს ტკბილმან მან და მოწყალემან უფა...

სრულად ნახვა