...-რაჲ-ვიდეს, „პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული კარისა მისგან საფლავისა. და შევიდეს შინა და არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. და იყო, განზრახვასა მათსა ამისთჳს და განკჳრვებასა, და აჰა ესერა ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა და ჰრქუეს მათ: რასა ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა? არა არს აქა, არამედ აღდგა“, და შემდგომი ამისი. და მიუთხრნესო სიტყუანი ესე ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა, და არა ჰრწმენა მათი მრავალთა მათ მოყუას-თა, „არამედ უჩნდესო სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინა-შე. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა კუალად საფლავად და შთახედნა და იხილა ტილონი იგი მდებარენი“, ვითარცა იხილვა პირველცა. ამისთჳს არღარა იჴმარა შესლვაჲ შინა, არამედ „წარვიდა თჳსაგან და უკჳრდა საქმე იგი“ და ადიდებდა უფალსა.
ხოლო მარიამ მაგდანელმან ვითარცა პირველ პოვნა იოჰანა და სხუანი იგი ცისკარსა მსთუად და თანაწარჰყვა საფლავად, ეგრეთვე კუალად პოვა სალომე, სხუაჲ დედაკაცი, ვითარცა მარკოზ იტყჳს, და მარიამის თანა იაკობისა იყიდეს ნელსაცხებელი და წარვიდეს საფლავად „ნიად განთიად, აღმოსლვასა ოდენ მზისასა“, უკუანაჲსკნელ სხუათასა, რამეთუ ესე მო სლვაჲ ამათ დედათაჲ უ...