...ობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ და სხუაჲ მოსლვაჲ მათი აღწერა და გამოაცხადა; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მენელსაცხებლენი...