მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:5

4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.6. ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).:

...ი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა, ; ; რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი, და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა...

სრულად ნახვა