მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:48

47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.49. და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
48. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას; რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ“ (27,55-56).:

...იადი აჩუენეს ახოვნებაჲ, მოწაფენი ივლტოდეს, და დედანი განუ-შორებელ იყვნეს. ხოლო რომელნი არიან დედანი იგი? ერთად, ყოვლადწმიდაჲ დედაჲ მისი არს, რამეთუ მას იტყჳს მახარებელი მარიამ იაკობისად, და სხუანი იგი მის თანა. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და ტიროდეს“. ხოლო უღმრთონი იგი ჰურიანი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად განძჳნდებოდეს და არა შეშინდეს საქმეთა მათგან, რისხვისა ღმრთისა მომასწავებელთა: სიბნელისა მისგან და ძრვისა და კლდეთა განხეთქისა და საფლავთა აღებისა და სხუაჲ იგი ყოველივე, რომელი ცნობათა უაღრეს იყო და ძრწოლითა დიდითა სავსე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და შეჰგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა“ (27,57-60).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ...

სრულად ნახვა