მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:46

45. და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის.46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.47. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა (7,59-60; 8,1).:

...,59-60; 8,1).

თარგმანი: ვითარცა უპირატესმან მოწამეთამან ლოცვათა მიერ თჳსთა პირველად ესე ცხად ყო, ვითარმედ არღარა მსგავსად ძუელისა მის ჯოჯოხეთად წარვლენ სულნი წმიდათა და მართალთანი, არამედ ჴელთა ღმრთისათა მივლენ, რამეთუ წინაგზა-უყო სულთა მართალთასა მან, რომელმან თქუა: "მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა" () და მეორედ, სამეუფოჲ მცნებაჲ აღასრულა, და, ვითარცა მოწაფე კუალთა მოძღურისათა შეუდგა, რაითა, ვითარიგი ჯუარის-მცუმელთათჳს, ეგრეთვე ესე მქოლველთათჳს მუჴლთ-დადგმით და არა გარეწარად ევედრებოდის, რამეთუ არა უტევა მას სიკუდიდ მადლმან საღმრთომან, ვიდრემდის სამ-გზის სანატრელსა ამას ჴმასა ჴმა-ჰყოფდა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" და ესრეთ დაიძინა ძილი იგი მართალთაჲ. ხოლო შენ იხილე თუ ვითარ ისმინა მისი ღმერთმან, და სრულებით შეუნდო, რომელნი ოდენ მოიქცეს სინანულად მკლველთა ამათგან სტეფანესთა; ვიდრეღა არა ხოლო სხუასა ვისმე, არამედ თჳთ ამასცა სავლეს ზედა, ორ-გზის შესმენილსა — მცველად მკლველთა სამოსლებისა და თანა-ჯერმჩინებელად სტეფანეს მოკლვისა —ზეშთა გარდაჰმატა წყალობაჲ უფროჲს მიტევებისა, რამეთუ მოძღუარ ყო იგი ეკლესიისა, პირველ მის მიერ ფრიად დევნულისა.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).:

...7,52-53). რაჲთა ვერვინ თქუას, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი, ამისთჳს გამოეცხადნეს მრავალთა. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“, ლუკა გუასწავებს, თუ რაჲ ჴმა-ყო, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და განუტევა სული“.

„ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა და რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს ძრვაჲ იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ იყო ესე“ (27,54). ესოდენ დიდ იყო ძალი ჯუარცუმულისა მის უფლისაჲ, რომელ ესოდენნი საკჳრველებანი აღესრულნეს მის მიერ და ასისთავსა მას ჰრწმენა. ხოლო თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ იწამაცა ამისსა შემდგომად სახელისათჳს ქრისტესისა, აჩუენა სრული იგი სიმჴნე სარწმუნოებისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას; რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ“ (27,55-56).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთღა, რაბამი იყო სიმჴნე დედათაჲ მათ და ლმობიერებაჲ! შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს და ვიდრე აღსასრულადმდე განუშორებელ იყვნეს და არცა თუ მძლავრებისა მისგან ჰურიათაჲსა შეშინდეს,...

სრულად ნახვა