...ა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ და ჰრქუა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა“. ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გულითა; რამეთუ ვინაჲთგან კაცნი ჰგონებდეს, თუ მშჳდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ შეურაცხ იქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ...
სახარებაჲ ლუკაჲსი 23:42
41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.42. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23