მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:40

39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).:

...ვე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ, და ზრახვაჲ მისი ბოროტი თავსავე მისსა მიექცა, რამეთუ არა თუ ოდენ ვერ ავნო დიდებასა მას უფლისასა, არამედ უფროჲსად, რამეთუ მოიქცა ერთი იგი და ცხოვნდა, და ეშმაკი წარწყმდა, რამეთუ არა უდარჱს იყო კლდეთა განპებასა ავაზაკისა ჯუარსა ზედა მოქცევაჲ და სამოთხედ შეყვანებაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთად, რაჲთამცა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, და კუალად, თჳსსაცა თავსა განიმართლებდა, რამეთუ მათ ვინაჲთგან ვი-თარცა ძჳრისმოქმედი დასაჯეს და საქმისა ამის დამტკიცებაჲ ენება შეერთებითა მით ავაზაკთა თანა, ამისთჳს დაყოფად პირთა მათთა ქმნა ამან ესე, რაჲთა ყოველნი რომელნი იკითხვიდენ, ცნან, ვითარმედ თჳსსა ზედა მეუფესა აღდგეს. და ამისთჳს დააწესა წერილი იგი, რომელი ქადაგებდა მათსა უკეთურებასა და მისსა მეუფებასა, დაღაცათუ არა სრულიად და ვითარცა ჯერ-არს. და იყო წერილი იგი არა ებრაელებრ ოდენ, არამედ სამითა ენითა, ; რამეთუ ვინაჲთგან დღესასწაულისა მისთჳს სხუანიც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დირე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“ (7,3-5).:

...და რად გიკჳრს, უკუეთუ უფალმან ესევითარი ესე მცნებაჲ განაწესა? არა გესმისა, ვითარ ავაზაკიცა სჯულითა მით ბუნებითითა ამასვე დაამტკიცებდა და ეტყოდა მეორესა მას: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით, მოგუეგებვის, ხოლო ამან არარაჲ უსჯულოებაჲ ქმნა“.

აწ უკუე, კაცო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ არა ჯერ-არს საქმე ესე, რაჲ-თამცა დირესა მაგას შენსა, რომლისა აღმოღებაჲ თანაგაც, არამცა განიცდიდი, ხოლო მოყუსისა წუელასა არა თუმცა ხედევდი, არამედ განიკითხვიდიცა. ესე უწესო არს და უსამართლო, ვითარცა უკუეთუ ვინ შეპყრობილ იყოს სენითა ბოროტითა წყლითმანკიერებისაჲთა და უგულებელს-ყოს ძნელოვანი იგი სიმსივნე თჳსი და აყუედრებდეს მოყუასსა მცირისა რაჲსმე ნაბრძჳლისათჳს.

ბოროტ არს უკუე არა ხედვაჲ თჳსთა ცოდვათაჲ, არამედ განცდაჲ სხჳსა ბრალთაჲ, ვიდრეღა დირე თუალთა შინა იყოს, რამეთუ ცოდვაჲ დირე არს თუალთა და ყოვლისა დირისა უძჳრეს.

გულისჴმა-ვყოთ უკუე, ვითარმედ ესე არს ბრძანებაჲ უფლისაჲ და ამას განაწესებს ამის სიტყჳსა მიერ, ვითარმედ: რომელი თანამდებ იყოს ბევრეულთა ბოროტთა, ნუ იქმნების მწარე განმკითხველი სხჳსა ცთომა-თაჲ, და უფროჲსად, ოდეს ცთომანი იგი უნდო და არარაჲ იყვნენ.

არა თუ წინამძღუართა აყენებს მხილების...

სრულად ნახვა