...ა, ამისთჳს დაყოფად პირთა მათთა ქმნა ამან ესე, რაჲთა ყოველნი რომელნი იკითხვიდენ, ცნან, ვითარმედ თჳსსა ზედა მეუფესა აღდგეს. და ამისთჳს დააწესა წერილი იგი, რომელი ქადაგებდა მათსა უკეთურებასა და მისსა მეუფებასა, დაღაცათუ არა სრულიად და ვითარცა ჯერ-არს. და იყო წერილი იგი არა ებრაელებრ ოდენ, არამედ სამითა ენითა, ; რამეთუ ვინაჲთგან დღესასწაულისა მისთჳს სხუანიცა მრავალნი იყვნეს მუნ, ამისთჳს, რაჲთა ყოველთა ცნან საქმჱ იგი, ქმნა ესრეთ და განაქიქა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ. ხოლო იგინი განრისხნეს ამას ზედა, რამეთუ ჯუარსცუმულსაცა ეშურებოდეს. არამედ ჵ უშჯულონო, რასა გავნებდეს წერილნი იგი? რამეთუ უკუეთუ მოკუდავი არს და უძლური, ასონი იგი რასა გავნებენ? და რად გეშინის, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: „მეუფჱ ჰურიათაჲ“?3 არამედ არა უჯერო იყო საქმჱ იგი, გარნა ვინაჲთგან დაიფლვოდეს ჯუარნი და ეგულებოდა შემდგომად ჟამთა მრავალთა ძიებაჲ მათი და პოვნაჲ, რამეთუ სამნივე ერთბამად ყოფად იყვნეს, რაჲთა არა უცნაურ იყოს ჯუარი იგი მეუფისაჲ, ამისთჳს განგებულებით დაადგრა ფიცარი იგი, რაჲთა მის მიერ იცნან იგი, რამეთუ ავაზაკთა თანა ფიცარნი არა იყვნეს. და ამისთჳს პილატეცა არა უსმინა მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუ დასწერ მეუფედ ჰურია...
სახარებაჲ ლუკაჲსი 23:38
37. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.39. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23