მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:37

36. ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან37. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.38. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
37. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა“ (10,18).:

...(მათ. 27,42); ; და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“. ; ; ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთილსა მწყემსსა არა ეჴმარების სხუაჲ ვინმე კეთილად მწყემსისა მიმართ მასწავლელი. ხოლო უკუეთუ კაცთა ზედა ესრეთ არს, არა უფროჲსად ღმრთისა ზედა ესრეთ იყოსა? ამისთჳსცა მოციქული იტყოდა, ვითარმედ: „თავი თჳსი წარმოიცალიერა“. ...

სრულად ნახვა